პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ
დაასახელა ვადები, თუ რომელი რეგულაცია რა პერიოდიდან შემსუბუქდება:
25 თებერვლიდან
სასტუმროები სამთო კურორტებზე, რეგულაციების სრული დაცვით;
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
1 მარტიდან
ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში მუშაობას განაახლებენ (შაბათ-კვირის
გარდა);
კონფერენციები და ტრენინგები;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები;
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ კლინიკური,
პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას, ასევე, გამოცდების
არადისტანციურ ჩატარებას;
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო
საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური
პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი,
უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
8 მარტიდან
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;
მთელ საქართველოში რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ
(შაბათ-კვირის გარდა);
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით; იგულისხმება
როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები – მუშაობას განაახლებენ.
15 მარტიდან
სპორტული დარბაზები;
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში დაიწყებენ
მუშაობას;
სასკოლო წრეები განახლდება;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და
ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად
აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები,
მაყურებლის დასწრებით) – 1 აპრილიდან;
1 აპრილიდან
თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის
დასწრებით;
მთავრობის გადაწყვეტილებით, „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში
რჩება.