15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ
სპორტული დარბაზები 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნება. „კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები