რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და 3 ქვეყანას საქართველო საზღვრებს უხსნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი მარტიდან დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს საჰაერო საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე.

„საკოორდინაციო საბჭოში ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებაზე, რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით,.იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით – პირველი მარტიდან დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს,“
– თქვა დღევანდელ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა.

რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე შემოდიან, მათ შორის არიან თურქეთის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსავლის უფლება აქვთ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში სავადლებულო თვითიზოლაციის პირობით დაიშვებიან.

2019 წლის ივნისის შემდეგ, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთს შორის, პირდაპირი ავიარეისები გაუქმებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები