404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
თბილისში ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 24 თებერვალს, თბილისში მდებარე მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონსიძიება საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა ხოჯალის ტრაგედიის თემაზე.

მონაწილეებმა ხოჯალის გენოციდში დაღუპულთა ხსოვნა ერთწუთიანი დუმილი მიაგეს. მოგვიანებთ კი, „სამართლიანობა ხოჯალის“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საუდიის არაბეთის, ყაზახეთის, უკრაინის ელჩები და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი სიტყვით გამოვიდა და ხოჯალის ოკუპაციის ისტორიაზე ისაუბრა. გაიხსენა 44 დღიანი ომი და აზერბაიჯანის გათავისუფლების ისტორია.

აღნიშნნა, რომ სომხეთმა ამ ომში საერთაშორისო ჰუმანიტარუილ იურიდული ნორმები დაარღვია.

ღონისძიების ბოლოს აჩვენეს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანის სახელწმიფო დრამატიული თეატრის ქართულ ენაზე მომზადებული წარმოდგენა „დედის ყვირილი“ .
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია