სიახლე
აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ,,ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.

წყარო: report.ge
| Print |