ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობიან დარეგულირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე“, -
განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები