26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი,
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +8,
+13 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა. ამის
შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით
ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და
მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს,
ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც.
თბილისში 26-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1 მარტს შესაძლოა
მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26-27 თებერვალს ღამის
სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს
+9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით
იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.