ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანის განმარტებით, გასპარიანისა და მისი მოადგილის გადაყენებას ხელი მანამდე მოაწერა, სანამ გენერალური შტაბი მისი გადადგომის მოთხოვნით განცხადებას გაავრცელებდა.

დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები