დიმიტრი პესკოვი - კრემლი შეშფოთებით აკვირდება სომხეთში არსებულ ვითარებას

კრემლი შეშფოთებით აკვირდება სომხეთში არსებულ ვითარებას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.



„ჩვენ ამას სომხეთის შიდა საქმედ მივიჩნევთ, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ახლო მოკავშირეა კავკასიაში”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ყველას დაწყნარებისკენ და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.

დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები