შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული
აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
„საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის
მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე
მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და
აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და
მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
- ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
- მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
- ბესიკის ქუჩა
- ლესია უკრაინკას ქუჩა
- ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
- 9 აპრილის ქუჩა
- ანტონ ფურცელაძის ქუჩა
- არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
- გია ჭანტურიას ქუჩა
- რეზო ლაღიძის ქუჩა
- ვასო აბაშიძის ქუჩა
- მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი
ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის
გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა
ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.