404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მიშელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოიღებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციასა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის იყო მნიშვენლოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით.

“ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს რთული საკითხები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როდესაც მე ვკითხე, პოლიტიკურ პარტიებს – არის თუ არა პოლიტიკური ნება, რომ გააძლიერონ დიალოგი, რათა იპოვონ გამოსავალი, ცხადი პასუხი იყო – დიახ. ეს არის კარგი, მნიშვნელოვნი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას”,-განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებობს სხვადახვა პრობლემა, მათ შორის ეკონომიკის, კორონავირუსის, უსაფრთხოების მიმართულებით და ევროკავშირის მიზანია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, რათა დაცული იყოს ქართველი ხალხის ინტერესები. მისი განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გასაძლიერებლად პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, მიშელის გამცხადებით, ის იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და “მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში” ევროკავშირი შეძლებს რეალური შედეგების დანახვას.

“ჩვენ გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას რეფორმების განხორციელებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, რომ დავრწმუნდეთ, დამუკიდებელი მართლმსაჯულება ყველა ქართველის ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება რეალობა. დავრწმუნდეთ, რომ არსებობს საერთო მხარდაჭერა, მაგალითად, საარჩევნო რეფორმისთვის”,- განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ეს რთული საკითხებია, თუმცა ასოცირების ხელშეკრულება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დოკუმენტია, რათა საქართველოში არსებული ვითარება გაუმჯობესდეს. მიშელის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამთვლილი საკითხების მოსაგვარებლად და ევროკავშირი მზად არის ჩაერთოს ამ პროცესებში:

“არ ვარ გულუბრყვილო, მესმის, რომ ეს არის რთული და კომპლექსური ვითარება. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა იყოს მონდომებული, რათა მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში დავინახოთ პროგრესი. ორ კვირაში, ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს ფარგლებში, კიდევ გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რა ნაბიჯები იქნება წინ გადადგმული” ,- განაცხადა მიშელმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია