404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით – ღარიბაშვილი
პრეზიდენტის რეზიდენციაში დასრულდა შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულად. დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე და იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას. გარკვეულ საკითხებზე გვაქვს პრინციპული პოზიციები. თითოეული მონაწილისგან მოვისმინე შეკითხვები და მე მათ პასუხი გავეცი. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენს პოზიციებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მიშელის რეკომენდაცია იყო, რომ მოკლე დროში გამოვნახოთ ყველამ ერთად საერთო ენა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს ემსახურება.

მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო ეროვნული იდეა, რომელიც ჩვენს ხალხს და ერს გააერთიანებს. ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყნას სჭირდება: საერთო ეროვნული კონსენსუსი და ეროვნული თანხმობა რეალურ საკითხებზე და არა იმ განსხვავებზე, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს.

ოკუპაცია, პანდემია, სიდუხჭირე – სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო გაერთიანება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კოსნტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენი მხრივ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი”,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია