რუსთავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა [video]
11:07 / 02.03.2021
რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული
ახალგაზრდა გარდაიცვალა.
25 წლის გოგა ხიდაშელი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური
საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.
სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან პაციენტის
მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ აფასებდა კლინიკის
ანესთეზოლოგ-რეანომატოლოგი გიგა ნერგაძე.
შეგახსენებთ, რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 21
თებერვალს მოხდა.
"ინფინიტი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ
დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე
ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ადამიანი ამ დრომდე
კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.