რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება - მდინარაძე
მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს, თუ ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება და არჩევნებში 1%-იან გადაცდომას მაინც დაამტკიცებენ.

"ძალიან კარგი შეხვედრა შედგა გუშინ, ოპოზიცია იყო კონსტრუქციული. არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ. მინდა ქართული საზოგადოება დავარწმუნო, რომ პირიქით, ეს საკითხი გვერდზე იქნა გადაწეული,"
- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირველ მარტს შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარალამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან. მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახელში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, მოლაპარაკების საკითხებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც დგას. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები