“შეიძლება სალობიეში იყო ისევ” — ელისაშვილი ზურაბიშვილზე
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რო პრეზიდენტის სასახლეში პირველ მარტს გამართულ შეხვედრას, რომელიც შარლ მიშელის ინიციატივით შედგა, პრეზიდენტიც უნდა დასწრებოდა.

მისი თქმით, “ძალიანი უცნაური უხერხულია”, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრას არ დაესწრო.

“სადღაც სასტუმროში კი არ შევხდვით, არამედ შევხვდით პრეზიდენტია ადმინისტრაციაში, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო შარლ მიშელის მხრიდან, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივედით და მასპინძელი იქ არ დაგვხვდა.

ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია და ძალიან გაუგებარი, აუხსნელია, რომ პრეზიდენტის სასახლეში არ გვხვდება პრეზიდენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი მომხდარა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს იმ შენობაში, იყო გუშინდელი საღამო და მაინც არ იყო იქ. არ ვიცი, შეიძლება სალობიეში იყო ისევ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. არ იყო და რომ ყოფილიყო, სწორი იქნებოდა”,
— განაცხადა ელისაშვილმა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები