ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ეს საკითხი არ განიხილება - ღარიბაშვილი
"ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით არ არსებობს ქვეყანაში” – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ განაცხადა



მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედება – პარლამენტის პიკეტირების მცდელობა არის კონტრპროდუქტიული და რომელიც არ ემსახურება დიალოგის ინტერესებს.

„მე მინდა, მოსახლეობითვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე რა თქმა უნდა დაუყოვლებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

მაგრამ სამწუხაროდ მათი მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ვნახეთ, რომ დესტრუქციული ქმედება მათ გააგრძელეს, მე ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას. რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერების საზიანოდ. ეს არის ანტისახელმწიფეობრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რომელიც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რაც ჩვენ გუშინ დავიწყეთ. მეც ჩემი მხრივ გადავდგი ნაბიჯი და დავაფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნფდის სახედლით, რომ ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ კონსტუქციული დიალოგი”,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. მისი თქმით, დღის წესრიგში არის 6 საკითხი, მათ შორისაა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები