ქართველი მკვლევარის დღიურები ყარაბაღიდან -დღე მესამე, გუბადლი და ზანგილანი
"რონდელის" ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე სოციალუ ქსელში აზერბაიჯანის დეოკუპირებულ ტერიტორიებიდან პოსტებს აქვეყნებს. მკვლევარი აზერბიანის მიერ ორგანიზებულ მედია ტურში იმყოფება. პირველ დღეს ჯგუფმა აღდამი დაათვალიერეს. მეორე დღე კი ფიზული და ჯაბრაილი. მესამე დღეს ალექსანდრე კვახაძე აქვეყნებს ფოტოებს ზენგილანის რაიონის და ქალაქი გუბათლიდან:

"ყარაბაღი
დღეს 3
დღეს მოვინახულე ხოდაფერინის ხიდი, ზენგილანის რაიონი და ქალაქი გუბათლი. მე-11 საუკუნეში აგებული ხოდაფერინის ხიდი მდებარეობს მდინარე არაქსზე და ერთმანეთთან აკავშირებს ირანსა და აზერბაიჯანს. ჯერ საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო შემდეგ კი სომეხი სამხედროების კონტროლის შედეგად, ამ ხიდით თითქმის 100 წელი არავის არ უსარგებლია. მოვინახულე ასევე ზენგილანის რაიონში არსებული მურათბეილის გუმბაზი (მავზოლეუმი). მარნეულში ბევრი გუმბაზი მინახავს, მაგრამ ვერც ერთი ვერ შეედრება იმას რაც იქ ვნახე. სამწუხაროდ, განძის მაძიებელმა გუმბაზის კედელი და იატაკი ტერპერატორით დაანგრიეს. ვინაიდან ზენგილანში შედარებით ნაკლები ტერიტორია არის დანაღმული, იქ აღდგენის სამუშაოები უფრო ინტენსიურია. მძიმე ტექნიკა განუწყვეტლივ მუშაობს. შემდეგ გადავინაცვლე გუბათლის რაიონში. იქ ჩავუარე 2010-იან წლებში სირიელი სომეხი დევნილებისთვის აშენებულ სოფელს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხურმა მოსახლეობამ დატოვა ეს სოფელი და მთლიანად გუბათლი, ხოლო იმ ახალ დასახლებაში კი აზერბაიჯანელი სამხედროები დასახლდნენ. მოვინახულე ასევე საკუთრივ ქელბაჯარში სომეხი ოჯახის მიერ მიტოვებული სახლი. ბოლოს გუბათლის რაიონის კომენდანტი საველე პირობებში ჩაიზე გაგვიმასპინძლდა
". - წერს მკვლევარი საკუთარ ფეისბუქ გვერძე

მასალაში გამოქვეყნებული ფოტოები ეკუთვნის კვლევარს ალექსანდრე კვახაძეს:







აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ფიზულისა და ჯებრაილის რეგიონებს უცხოური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ქართველი ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას.

უცხოელი ჟურნალისტების აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვიზიტი 1 მარტამდე გაგრძელდება.

ჟურნალისტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან, კერძოდ, რეგიონებში ელექტრო ქსელების აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობას დააკვირდებიან, ასევე ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და "გამარჯვების გზის" სამუშაოებს დაათვალიერებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები