გლანში, შეშელიძის ქუჩაზე, ქვეითს მანქანა დაეჯახა. დაშავებული
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.