9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
როგორც გასულ წლებში, წელსაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის გმირების მემორიალი ყვავილების თაიგულებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

შემდეგ თბილისის ჯუმა მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

9 აპრილს დაღუპულ გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყურანი ქერიმის წაკითხვით გაიხსნა. შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და შეიხმა რამინ იგიდოვმა 9 აპრილის მოვლენების და დაღუპულ გმირების შესახებ ისაუბრეს, აღინიშან, რომ 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში როგორც გლოვის აგრეთვე სიამაყის დღეა, რადგან ამ ტრაგედიულმა მოვლენამ შემდეგ საქართველოს სანატრელი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოუტანა. რასაც თითოული ჩვენთაგანის მიერ გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება.
Print