ყვარლის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარლის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ორი პირი დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები