ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასი იმყოფება – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება არ ფიქსირდება. უწყების ცნობითვე, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

“მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174
ცალკეული კლასი იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს
და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება,”-აცხადებენ სამინისტროში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები