ხვალ კოვიდსაბჭოზე განვიხილავთ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს – ტიკარაძე
„ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და დამატებით ღონისძიებებს, რომლებიც იქნება ეფექტიანი და რომლებსაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, მსგავსი მიდგომა შენარჩუნდეს ჩვენი მხრიდან“,
– აცხადებს მინისტრი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %

წყარო: პუბლიკა
Print