თელავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოძრავ ქალს მაშინ დაეჯახა, როცა ქალი მცირეწლოვანთან ერთად ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება. წინასწარი ინფორმაციით ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანა.

წყარო: report.ge
Print