404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დღეიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი – ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციები გააძლიერა, მათ შორის,
პარლამენტი, რადგან დღეიდან პარლამენტი მრავალპარტიულია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“პოლიტიკურმა შეთანხმებამ მოიტანა უკვე შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, პარალმენტის გაძლიერება, რამეთუ დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი. [პარლამენტი] არ იყოს დაპირისპირების და ერთმანეთის სიძულვილის და ლანძღვის ადგილი, არამედ ადგილი, სადაც [განიხილება] მთავარი გამოწვევები, მთავარი საკითხები, რომლებიც ქვეყანას მართლაც აწვება დღეს, ეს საკითხები და ეს გამოწვევები იყოს გადალახული და ჩვენ მართლაც წინსვლით გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით.

ის ადგილი და ის უფლებები, რაც დღეს უკვე ენიჭება ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი სხვა ევროპულ ქვეყნებთან დგას უმაღლეს დონეზე, რადგან ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას. და გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები
”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტთან ერთად გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტიც და მას დაუბრუნდა “ნამდვილი როლი, ნდობა და პატივისცემა, რის გარეშეც პრეზიდენტი თავის როლს ვერ შეასრულებს”.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, პრეზიდენტს შეუძლია მედიატორის როლი შეასრულოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ეს საჭირო არ გახდება.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა შეთანხმებაში ჩაწერილ იმ პუნქტებზეც, სადაც საუბარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემების რეფორმაზე:

“ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები, ეს საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათი ევროპულ დონეზე აყვანას. ერთია სასამართლო სისტემა, მეორეა საარჩევნო სისტემა. ორივე ქვაკუთხედი ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტის საფუძველზე მომდევნო კვირებში საქართველო მიიღებს ბევრად უფრო მაღალი დონის საარჩევნო და სასამართლო სისტემას.

ამასთან, მისი თქმით, შეთანხმების შედეგი მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის კუთხითაც, რადგან ის უკვე ასახავს ძალიან მჭიდრო კავშირს, “რომელიც უკვე არსებობს საქართველოს და ევროკავშირს შორის”.

“იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობების, საჭირო იყო, რომ ამისთვის გზა გახსნილიყო და ეს გზა გაიხსნა და ჩვენ ახლა ძალიან კონკრეტულად, ძალიან აქტიურად შეგვიძლია და დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ახალი ეტაპი და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს ახალი სიახლოვე საქართველოს და ევროკავშირს შორის.

ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციებში თანამშრომლობა, რამეთუ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღევანდელი საქართველოსი, იმ დიდ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელმაც საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი უნდა დააკავშიროს, ეს არის ჩვენი მომავალი და ეს არის ჩვენი ერთობლივი მომავალი”,
– განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ სრულყოფილი სახე მიიღოს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია