404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა — მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა.

საქართველოში შარლ მიშელი დღეს, 20 აპრილს ჩამოვიდა. მან პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი პრეკონფერენცია გამართა, რა დროსაც თქვა:

„განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა მოაწერეს შეთანხმებას ხელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა გახდა უფრო მდგრადი. დღეს დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“, — აცხადებს ის. მის სიტყვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სინქრონულად თარგმნიდნენ.

მიშელი განმარტავს, რომ შეთანხმება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და ასევე მოითხოვს შრომას მომავალში – „ეს არ იყო ადვილი პროცესი, ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს,“.

„უფრო მეტი საქმე იწყება დღეს. ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის მომავალ რეფორმებს. ჩვენ ვინარჩუნებთ და დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო საქმიანობას.

საქართველო ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს საარჩევნო, ასევე, სამართლებრივი რეფორმები. მე დარმწუნებული ვარ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი მდგრადი ფუნქციონირების პარლამენტში. მსურს აღვნიშნო, რომ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის“, – ამბობს ის.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია შარლ მიშელისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იგეგმება, რომ მიშელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს კი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ვახშმაზე უმასპინძლებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია