არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ინფო რუსთავი
Print