ქუთაისში, სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი
გადმოვარდა. 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და
კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.