404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ვწუხვარ, რომ მელიას გასათავისუფლებად ამნისტიის გარდა სხვა გზა არ დარჩა – ვაშაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე წუხს, რომ 20 ივნისის მოვლენების ამნისტია იმ პოლიციელებსაც შეეხებათ, რომელთაც ამჟამად ბრალი სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბებისთვის აქვთ წარდგენილი.

ვაშაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ამნისტიის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა და 20 ივნისს დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს.

ამასთან ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ ამნისტია მხოლოდ იმ საქმეებზე გავრცელდება, რომელიც ამჟამადაა გამოძიებაში.

“მაქსიმალუროდ შემჭიდროვებულ ვადებში, რაც შესაძლებელი იქნება პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, სხვა გზა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. აქვე მინდა, გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუგზავნო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისსს დაზარალდა. გულწრფელად თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებით და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებით მომავლშიც მივიყვანთ ძალიან ბევრ საკითხს ბოლომდე. შევეცდებით, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები, მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ”, — განაცხადა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია