პიკს ველოდებით აპრილის ბოლოდან - გამყრელიძე

„პიკს ველოდებით აპრილის ბოლო-მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, – ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.



მისი პროგნოზით, „ასეთი დრამატული, როგორიც გვქონდა ნოემბერი და დეკემბერი, არ უნდა იყოს ეს პიკი“.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსი, ამავე დროს, ადამიანები იცრებიან.

გამყრელიძის თქმით, შემოდგომა-ზამთრის აღმავალი ტალღა ცივ ამინდებს დაემთხვა, ხოლო გაზაფხულის ტალღის დროს უკვე სითბო იქნება, მეცნიერულად კი დადასტურებულია, რომ პირდაპირი მოქმედების მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო გარდაცვალების 12 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.16%.

წყარო: პუბლიკა

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები