გადავწყვიტეთ განქორწინება – ბილ და მელინდა გეიტსები
“აღარ გვჯერა, რომ როგორც წყვილი, შეგვიძლია ერთად გავიზარდოთ”, აცხადებენ ბილ და მელინდა გეიტსები, რომლებმაც განაცხადეს, რომ 27- წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება გადაწყვიტეს.

მათ ერთნაირი და მოულოდნელი მესიჯი გამოაქვეყნეს ტვიტერზე, სადაც გაყრის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერენ.

https://twitter.com/BillGates/status/1389316412259270657?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1389316412259270657%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fnetgazeti.ge%2Fnews%2F539576%2F

ბილ გეიტსი მაიკროსიფტის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მან მელინდასთან ერთად დააარსა ფონდი, რომელსაც ერთად მართავენ. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც ჯანდაცვის და დაავადებების პრევენციის მიმართულებით მუშაობს. ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონობით დოლარი გამოყო.

https://twitter.com/melindagates/status/1389316399428866049?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1389316399428866049%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fnetgazeti.ge%2Fnews%2F539576%2F

ორშაბათს, განქორწინების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში წყვილი წერს, რომ ისინი კვლავ ერთად გააგრძელებენ ფონდის მართვას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები