სიახლე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოფარმს” ავტორიზაცია მიანიჭა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგაიზაციამ ჩინური წარმოების “ სინოფარმის” ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

საქართველომ ჩინეთისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში შეიძინა. ვაქცინაციამდე მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომ WHO პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებდა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომელიც ,”COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცებას” შეეხება.

ცვლილების შედეგად საქართველოში ნებადართულ “ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს დაემატა “ COVID – 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული, რაც იგივე “სინოფარმის” ვაქცინაა.

მოქალაქეების რეგისტრაცია სინოფარმით ვაქცინაზიაზე საქართველოში 27 აპრილს დაიწყო. უშუალოდ ვაქცინაცია კი 4 მაისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრირებულია 25 700-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველომ აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა შეიძინა. ვინაიდან პრეპარატით იმუნიზაცია ორჯერადად ხდება 21-28 დღის ინტერვალში, აღნიშნული დოზებით სრულად 50 000 მოქალაქის აცრა იგეგმება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში იგეგმება ამავე წარმოების 600 000 დოზა ვაქცინის შემოტანა.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია