სესიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს და ღარიბაშვილის მრჩევლად ინიშნება
პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 13 მაისს, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სესიაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სესიაშვილი საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print