დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
აცხადებს, რომ ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი იმ პირებისთვის
გაიხსნა, ვისაც “სინოფარმის” მეორე ინექციის ჩატარება პირველიდან
ზუსტად 21-ე დღეს სურს.
იმ პირებისთვის კი ვისაც 21-დან 28 დღის შუალედში სურს იმუნიზაცია
ვაქცინის მეორე დოზით, ჯავშნის ფანჯარა 20 მაისს გაიხსნება:
“2 აცრას შორის შუალედი 21-დან 28-დღემდეა თუმცა არ
გამოირიცხება თუ რაღაცა პირობების გამო ადამიანი ვერ შეძლებს მეორე
დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს
მეორე დოზა მან შესაბამისად მიიღოს. გუშინ, 20:00 საათზე დაიწყო
რეგისტრაცია მეორე დოზაზე, რომელიც ეხება იმ ადამიანებს, ვინც 4 მაისს
აიცრნენ პირველი დოზით და უნდათ ზუსტად 21 დღეს აიცრნენ.
ხოლო მათ ვისაც უდნათ აიცრან 21-28 დღის ფარგლებში, მათთვის პორტალზე
შესაბამისი ფანჯარა 20 მაისს გაიხსნება. ამიტომ რადგანაც ჩვენი
საკომუნიკაციო კამპანიები მოიკოჭლებს და არ იყო ეს ზუსტი ინფორმაცია,
პორტალის გადატვირთვაც გამოიწვია სწორედ იმან რომ ბევრმა ადამიანმა
მიიღო [ინფორმაცია], რომ გაიხსნა კვლავ სინოფარმზე რეგისტრაცია”
– ამბობს ამირან გამყრელიძე.
გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია “სინოფარმის” მიერ
წარმოებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, თუმცა რამდენიმე საათის
განმავლობაში მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.