დღეს, 13 მაისს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. წელს
რამაზანის
თვე 13 – 14 აპრილს დაიწყო და სრულიად მუსლიმები მარხვას
შეუდგნენ.
რამაზანის თვეს, ყველა მუსლიმი 29 დღის განმავლობაში მარხულობს
და ლოცულობს.
ისლამში წმინდა დღესასწაულებს შორის რამაზან-ბაირამი ერთ-ერთი
უმთავრესია. რამაზანის თვეში მარხულობა მუსლიმებს ჰიჯრს თარიღის მეორე
წელს (622 წელს) დაუწესდათ.
საქართველოში მცხოვრები მუსლიმური თემისთვის მნიშვნელოვანი დღე,
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ფეისბუქ
პოსტით დღის მიწურულს მიულოცა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში,
რელიგიურ საბჭოში შემავალი მუსლიმური თემის წარმომადგენლები
მიიწვია.
"მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ
რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე -
ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის
დღესასწაული.