ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი
ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი
კორპუსის ეზოში.
მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური
შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი
აღმოაჩინეს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი სავარაუდოდ,
საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია
ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.