სიახლე
გენდერული ნიშნით ძალადობა
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერული მოტივით, ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარაისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. დაკავებულს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრ მ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.ა. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება", - წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულ კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია