სიახლე
დმანისის სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დღეს, 08:31 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, მიწისძვრის სიდიდემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

სოფელ სამებასთან ბიძგები დაფიქსირდა 14 და 15 ივნისსაც. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 2.9 და 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამავე სოფელში 6 ივნისს, 20:00 საათიდან 22:00 საათამდე კი ნინოწმინდის სოფელ სამებასთან ერთი და იმავე სიმძლავრის 3 მიწისძვრა მოხდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია