"განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის
მაჩვენებელი, 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო
გამოძიება", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო
დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პარლალემტში ანგარიშის წარდგენისას
ისაუბრა.
მისი თქმით, 2020 წელს 887 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად ოჯახში
ძალადობის დანაშაულებზე.
"2020 წელს 887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში
ძალადობის დანაშაულებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური
ძალადობის მაჩვენებელი, 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
იმ პირობებში, როდესაც, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 268 სოციალური
მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხელი არ
მიუწვდებათ შესაბამის სერვისებზე ანდა მათთვის გაწეული მხარდაჭერა არ
არის ეფექტიანი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე
არ შეუმუშავებია ბავშვთა სუიციდის აღმოფხვრისკენ მიმართული კონკრეტული
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.