მერია ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარე განათებით მოწყობას გეგმავს
ქალაქ მარნეულში დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 129 995 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად , მუნიციპალიტეტი 90 ცალ გარე განათების ბოძს და 218 ცალ ნათურას შეიძენს. ტენდერის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გარე ანათების მოწყობა იაღლუჯის ქუჩაზე იგეგმება (13).

აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 ივლის გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 16-დან 19 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

Print