შეკვეთილი ინტერვიუ მარნეულის მერთან, მერიას 600 ლარი დაუჯდება

მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის საქიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მასშტაბით გადაწყვიტა.


ინფორმაცია მერთან ინტერვიუს სახით გავრცელდება, რომელსაც გაზეთი „ახალი საქართველო“ დაბეჭდავს. ამ დროისთვის, მარნეულს მერი არ ჰყავს, მერის მოვალეობას კი თვეებია ზაურ ტაბატაძე ასრულებს. ამიტომ მარნეულის საქმიანობებსა და აქტივობებზე კითხვების გაცემა სწორედ ტაბატაძეს მოუწევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთბის განყოფილებაში გვითხრეს, რომ მასალა ერთჯერადად დაიბეჭდება. ინტერვიუს მოსამზადებლად გამარტივეული შესყიდვა უკვე გაფორმდა მერიასა და გაზეთ „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელს, შორის. თვითმმართველობას საქმიანობის გაპიარება 600 ლარი უჯდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის, მიუხედავად მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროგრამებისა თუ აქტივობებისა რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რჩება მოსახლეობის ნაწილი ვისთვისაც ელექტრომატარებლებზე და ტელევიზიებში განთავსებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინრე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დამატებით განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის, მოსახლეობისთვის საინტერესო ინფორმაციის ამსახველი ინტერვიუს (ინტერვიუ მერთან) ერთჯერადად განთავსება ბეჭდვით გამოცემაში, რომელიც გავრცელდება საქართველოს მასშტაბით, კალენდარული წლის ივლისის თვეში. მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული კითხვარის მომზადება უზრუნველყოს ბეჭდვითი გამოცემის წარმომადგენელმა“ - წერია მერიის მოხსენებით ბარათში.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებს „გაზეთი საქართველო“ მოამზადებს. ინფორმაციის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გავრცელდებაც ბეჭვდით გამოცემას დაევალება.

„ახალი საქართველო“ მეხუთე მედიასაშუალებაა, რომელსაც თვითმმართველობა საქმიანობის გასაშუქებლად ფულს უხდის. მარნეულის ტელევიზია 95 800 ლარი, შპს „პირველი” 1 800 ლარი, და შპს „პრაიმ თაიმი“ 1 800 ლარი და გაზეთი „გურჯუსტანი“ 4 784 ლარი.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია