მოგვიწევს, რომ ისევ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე - გაბუნია
„მოგვიწევს, რომ ისევ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედთან” განაცხადა. მისივე თქმით, გასართობ ღონისძიებებზე ადამიანები არ არიან განწყობილები, რომ გაიკეთონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

„პირველი დღიდან ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ არის რეგულაცია, შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. მოქალაქეების, საზოგადოების აქტივობის გარეშე ეს წარმოუდგენელია.

მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს, რომ ისევ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი, რომ დავუშვათ ბავშვების ბანაკები… ბავშვებში გაიზარდა ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზაცია“, –
განაცხადა გაბუნიამ.
წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები