მე მზად ვარ კანდიდატობისთვის და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლისთვის - აგილ მუსტაფაევი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის თვეში ჩატარდება. ენმ-ს პარტიიდან მარნეულის მერობის კანდიდატის ვინაობასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატს, ენმ-ს წევრი აზერ სულეიმანოვს ან ენმ-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აგილ მუსტაფაევის წარადგენენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აგილ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში კანდიდატთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს.

„ჩვენთვის პირველ რიგში ადგილობრივი წარმომადგენლები, ადგილობრივი აქტივისტები და პარტიის წევრების აზრი მნიშვნელოვანია. ამავდროულად ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილობა ძალიან საჭიროა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კი ან არას თქმას , ვერიდები. ჯერჯერობით ზოგი საკითხები არაა დადასტურებული. განხილვები მიმდინარეობს და შედეგი ახლო მომავალში გახდება ცნობილი".

მუსტაფაევმა თქვა, რომ მზადაა ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები