ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის
თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით
მოხდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე
გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით,
ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ
მობილიზებული.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.