ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს
თანამშრომლებმა, მარტვილში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული
ღონისძიებების შედეგად, 2,5 კგ თუთუნისა და 501 კოლოფი უაქციზო
თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი
გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ
მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე,
სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს
ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.