ზუგდიდში შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მისი შვილიც. მომხდარს შელაპარაკება უძღოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ამავე ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონეა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამა - შვილთან უცნობი მამაკაცი მივიდა და მათი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print