“ფაიზერის” II დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
“ფაიზერის” მეორე დოზის მისაღებად booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა, მეორე დოზაზე 24 ივლისის 12 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე კლინიკაში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს.

“მოგმართავთ თხოვნით, რომ [მოქალაქეები] “ფაიზერის” მეორე დოზაზე დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს პირველი აცრა, თუმცა მათ ჯავშნის მიღების შემდეგ, ექნებათ საშუალება, რომ შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა, უბრალოდ, შედარებით მოგვიანებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო ფაიზერის ვაქცინის ახალ ნახევარ-მილიონიან პარტიას ხვალ, 24 ივლისს მიიღებს.

წყარო: ნეტგაზეთი




Print