ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის მიმართ
სექსუალური ხასიათის ქმედებაში ადანაშაულებენ, დაკავებულია, –
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის
138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას
გულისხმობს.