2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 264 საავადმყოფო,
საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს -
4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე).
ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2
286 ერთეულს შეადგენდა.
აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის
განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6 პროცენტით აღემატება
2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს.