საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და ლარის მკვეთრი
გაუფასურების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის ღირებულება
ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.
ერთ თვეში საწვავის ფასმა საშუალოდ 5%-ით მოიმატა. ერთ თვეში
შემცირების ტენდენცია მხოლოდ და მხოლოდ თხევადი გაზის (LPG) ფასმა
განიცადა და 4.15%-ით დაიკლო.
საწვავის ტიპების მიხედვით კი, ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე
ფასი 4.42%- ით გაიზარდა და საშუალოდ 2,95 ლარი შეადგინა. Super 95-ის
ფასი 5.42%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3 ლარი
შეადგინა. გარდა ამისა, 6.03%-ით გაიზარდა Premium 98 ტიპის ბენზინი
და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,15 ლარი გახდა. ხოლო დიზელის
ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 4.43%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის
ღირებულებამ საშუალოდ 2,93 ლარი შეადგინა.