ხვალ, ქვეყანაში „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა. 168
000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან
გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი
ვაქცინაციაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793
პაციენტი.